Accentnews.ge
ზურაბიშვილი ზელენსკის მადლობას უხდის

ზურაბიშვილი ზელენსკის მადლობას უხდის

14/12/2023 20:12:43 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.

"მადლობა მინდა, ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს. ახლა ვესაუბრე ამ წუთში ვოლოდიმირ ზელენსკის და ეს არის მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება იმიტომ, რომ ეს აჩქარებული პროცესი, დღეს რაც ხდებოდა ბრიუსელში, არ მოხდებოდა რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და ორწლიანი უსასტიკესი ომი, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S