Accentnews.ge
მიშელი: ახლახან დავურეკე სანდუს, ზელენსკისა და ღარიბაშვილს, თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია

მიშელი: ახლახან დავურეკე სანდუს, ზელენსკისა და ღარიბაშვილს, თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია

14/12/2023 20:21:27 პოლიტიკა

ახლახან დავურეკე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა მათთვის ისტორიული ნაბიჯი, თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლახან დავურეკე მოლდოვის პრეზიდნეტ მაია სანდუს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა მათთვის ისტორიული ნაბიჯი, რომელსაც მათი ქვეყნები დგამენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით. თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია“, – წერს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S