პაპუაშვილმა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს მიულოცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება
15/12/2023 06:23:58 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გზაზე.
,,ვულოცავ ჩემს კოლეგებს რუსლან სტეფანჩუკს და იგორ გროსუსუს ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გზაზე. ძალა ერთობაშია!” - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ში.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაიხსნება მოლაპარაკებები.


