რობინ დანიგანი: აშშ თქვენთან ერთად ზეიმობს, საქართველოს მხარდაჭერას გავაგრძელებთ (ვიდეო)
15/12/2023 07:17:54 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი რობინ დანიგანი ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.
დოპლომატის მისალოც ვიდეოს საელჩო ავრცელებს.
"გილოცავთ ყველა ქართველს. დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას. თქვენ ზეიმობთ, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე, ევროპელები. აშშ თქვენთან ერთად ზეიმობს. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს გიჭერდით ამ გზაზე და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, - აცხადებს ელჩი.


