ნიდერლანდების ელჩი საქართველოს სტატუსის მინიჭებას ქართულ ენაზე ულოცავს: ჩვენ ქართველი ხალხის ხმა გავიგონეთ (ვიდეო)
15/12/2023 09:13:44 პოლიტიკა
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი საქართველოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ქართულ ენაზე ულოცავს.
როგორც ვიდეომიმართვაში მელინე არაკელიანი აცხადებს, "ევროპამ ქართველი ხალხის ხმა გაიგონა".
„გილოცავ, საქართველო. ევროპის კავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ თქვენი ხმა გავიგონეთ და მივესალმებით თქვენს სწრაფვას, შეუერთდეთ ევროპულ ოჯახს. თქვენი მომავალი ევროპაშია. ევროკავშირის გადაწყვეტილება ძლიერი სტიმულია საქართველოსთვის, გააგრძელოს რეფორმები, ცხადად წარმოაჩინოს ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულება და ინკლუზიური, ერთიანი გზით შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობები, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ. ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე“, – აცხადებს მელინე არაკელიანი ვიდეომიმართვაში.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.


