ო'ბრაიენი – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ამაღელვებელი მომენტია ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის
15/12/2023 12:17:15 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
„შესანიშნავი ამბები ევროპული საბჭოსგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამაღელვებელი მომენტი ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის“, – წერს ჯიმ ო'ბრაიენი სოციალურ ქსელში.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.


