Accentnews.ge
პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე მივიდა: თუ მომცემენ სიტყვას, ძალიან კარგი, თუ არ მომცემენ, კარგი

პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე მივიდა: თუ მომცემენ სიტყვას, ძალიან კარგი, თუ არ მომცემენ, კარგი

15/12/2023 13:50:16 პოლიტიკა

ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მისვლისას, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს ხელისუფლების ორგანიზებით. ზურაბივილმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ დაესწრება ამ ღონისძიებას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, - ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარესაც არ უნდა იდგნენ სხვა პოლიტიკურ საკითხებში. ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ქართული ოცნების" ლიდერშიფის მიერ მისთვის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალების მიცემის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას კი მან ასე უპასუხა: „მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, დღეს აქ უნდა ვიყო, სადაც ქართვეი ხალხია და თუ მომცემენ სიტყვას, ძალიან კარგი, თუ არ მომცემენ - კარგი“.

მანამდე მმართველი გუნდის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ტრიბუნას არ დაუთმობენ პრეზიდენტს.

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე საზოგადოების ნაწილი შეკრებას განაგრძობს. საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებას აპირებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S