Accentnews.ge
მიშელი: გაფართოება ინვესტიციაა მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში

მიშელი: გაფართოება ინვესტიციაა მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში

15/12/2023 15:05:24 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ბლოკისთვის გაფართოვება მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში ინვესტიციას ნიშნავს.

როგორც მიშელმა ბრიუსელში, საბჭოს ორდღიანი სამიტის დასასრულს, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში, ღრმად გარდაქმნა ევროკავშირი.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და მივცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ჩვენ, ასევე გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების გახსნა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან.

ეს მკაფიო არჩევანია, რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში

ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ ჩვენს ევროპელ მოქალაქეებს, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და დასავლეთს", - განაცხადა შარლ მიშელმა.

14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე დაუჭირეს მხარი ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S