Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე: მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა

ხატია დეკანოიძე: მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა

18/12/2023 09:37:14 პოლიტიკა

"ევროოპტიმისტების“ წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე 15 დეკემბერს მთავრობის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა".

როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნებოდა ქვეყნის ყველა ინსტიტუციის წარმომადგენელი ყოფილიყო ერთად და ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე საქართველოსთვის.

"კარგი იქნებოდა, პრეზიდენტისთვის მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება. ეს იყო ერთიანი ზეიმი და საქართველოს მოქალაქეთა ზეიმი, ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ის საკუთარ პარტიულ ღონისძიებად გააფორმა. პრეზიდენტმა ბევრი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში. მისი განცხადებები, ინტერვიუები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

14 დეკემბერს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისში მთავრობის ორგანიზებით ზეიმი გაიმართა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მთავრობა სტატუსის თაობაზე საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S