Accentnews.ge
ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს

ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს

18/12/2023 17:44:38 პოლიტიკა

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა აირჩიეს. კენჭისყრა დღეს პარტიის თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე გაიმართა.

"დღეს საქართველოს და შესაბამისად, თბილისსაც აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ჩვენ გამოწვევები უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. ეს შესაძლებლობა ევროპაა, ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ ევროპაში, ევროპა უნდა მოვიწვიოთ კავკასიაში, სწორედ ეს როლი ეკუთვნის თბილისს! ამ ქალაქისთვის და ამ ქვეყნისთვის ბრძოლა გრძელდება. დღეს ეს ქალაქი გაჩერებულია, ტანჯავს საცობები, ეკოლოგიური, რეკრეაციული, განაშენიანების გამოწვევები, პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და კიდევ სხვა მრავალი. იმისათვის, რომ თბილისმა დაძლიოს ეს გამოწვევები, საჭიროა ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მე გპირდებით, რომ ამ ცვლილებებისთვის ბრძოლაში ვიქნებით ერთად", - განაცხადა ზაზა გოგავამ.

გოგავა ენმ-ს აპრილში შეუერთდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო 2006-2008 წლებში, ასევე 2008-2012 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S