Accentnews.ge
ხვიჩია – გახარიას პარტიის მოთხოვნაზე: "წიხლის მიჭერა სწორი არ მგონია

ხვიჩია – გახარიას პარტიის მოთხოვნაზე: "წიხლის მიჭერა სწორი არ მგონია

21/12/2023 10:26:51 პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება - გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ "შენ აქ კი არა, უარეს ციხეში უნდა იჯდე", არ მგონია სწორი, - ასე ეხმიანება პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩიამ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნას ექს–პრეზიდენტთან დაკავშირებით.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკოსების საქმე არაა.

"ჩემი საქმე არ არის მოვითხოვო მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, არასდროს ეს არ მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ. მგონია, რომ ჩვენი, პოლიტიკოსების, საქმე არ არის პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა, მაგრამ აზრის გამოთქმას ხომ არ დაუშლი გიორგი გახარიას?! ჩემი საქმე არ არის მიხეილ სააკაშვილი სად მოიხდის სასჯელს. მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება, შესაბამისად, იმის თქმა, რომ კარგად არის და ვინმეს შურს, არადამაჯერებელია ჩემთვის. ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, ზოგადად, გაჭირვებულად მიიჩნევა. გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კიდევ ერთმა დეპუტატმა – რომან გოცირიძემ მოთხოვნას მავნებლობა უწოდა.

ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S