საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც გაერო–ში რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს
21/12/2023 10:46:37 პოლიტიკა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა რუსეთს მიერ წარდგენილ რეზოლუციას „ნაციზმთან, ნეონაციზმთან და პრაქტიკის სხვა სახეობებთან ბრძოლა, რომლებიც რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფიბიისა და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმებს ახალისებს“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის მიზნად ქვეყნის "დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია" დაასახელაა. ცოტა ხნის წინ იმავე გაიმეორა.
გაერო–ს ცნობით, დოკუმენტს 118 ქვეყანა მიემხრო, 49 წინაარმდეგი იყო, 14-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არიან რუსეთი, ჩინეთი, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.
წინააღმდეგ ხმა მისცეს, მათ შორის, საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, საფრანგეთიმა, კანადამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ალბანეთმა, ბელგიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა, ფინეთამა, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, მონტენეგრომ, ნიდერლანდმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და შვედეთმა.
კენჭისყრის წინ უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მკაცრად გმობს ნაციზმის, ნეონაციზმისა და რასიზმის სხვა ფორმებს, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას. მაგრამ მისი თქმით, რეზოლუცია არის საბაბი რუსეთისთვის, გაამართლოს ურაინის წინააღმდეგ წარმოებული სასტიკი ომი.
უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ თითქმის ორი წელია რუსი სამხედროები თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას, სიკვდილით სჯიან, აწამებენ, აუპატიურებენ, მასობრივად ასახლებენ და ეს ყველაფერი ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ხორციელდება.


