"არ მესმის, რა შუაშია სუპერპაკის იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები" - სააკაშვილი საკუთარ ინიციატივას განმარტავს
22/12/2023 16:50:28 პოლიტიკა
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს ერთობის კომიტეტზე საკუთარ ინიციატიას განმარტავს და ამბობს, რომ არ ესმის, რა შუაშია ამ იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები.
"საერთოდ არ მესმის, რა შუაშია სუპერპაკის იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები და მედიის ზოგიერთ საშუალებაში ამ თემაზე სპეკულაცია.
ამერიკის მაგალითს მაინც შეხედეთ, რესპუბლიკელების პაკ-ის თემას არავინ არ ეკითხება დემოკრატებს და პირიქით, მე ვისაუბრე "ნაციონალური მოძრაობის" პაკ-ზე და ამ ერთობის კომიტეტში მაქვს ძალიან სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი.
ჩემს ფუნქციას პოლიტიკაში ახალი ხალხისთვის გზის გახსნაში ვხედავდი ყოველთვის, საქართველოშიც და უკრაინაშიც.
სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შექმნან პაკი და იქ ისეთი ხალხი მიიზიდონ, ვინც თავისი შეხედულებებით უფრო ახლოს არიან მათთან.
ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე. დროა ქვეყნის გადარჩენის საკითხი საკუთარ ხელში ამა თუ იმ ფორმით ფართო საზოგადოებამ აიღოს",- ამბობს სააკაშვილი.
20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სააკაშვილმა თქვა, რომ საჭიროა პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, რომელშიც 25-მდე ადამიანი გაერთიანდება.
მან ამ კომიტეტის წევრებად „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელებიც მოიაზრა და თქვა რომ საჭიროა ოპოზიციის კოორდინაცია.


