Accentnews.ge
პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

25/12/2023 12:48:17 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან, ხოლო 2-ს ვადა შეუმცირდა.

შეწყალებული მსჯავრდებულების ვინაობა უცნობია. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მათ შორის ერთი ქალია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S