Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: „ენგურჰესი“ არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, რომ კონტაქტები უნდა არსებობდეს

შალვა პაპუაშვილი: „ენგურჰესი“ არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, რომ კონტაქტები უნდა არსებობდეს

26/12/2023 09:42:54 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ენგურჰესი“ არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, რომ კონტაქტები უნდა არსებობდეს".

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ზუგდიდში ჩასვლასა და „ენგურჰესის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციაზე. მედიის წარმომადგენელმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, „ვინ წარმოადგენდა ქართულ მხარეს და რატომ ელაპარაკებიან მათ, როგორც ოფიციალურ პირებს?", საპასუხოდ პაპუაშვილმა შემდეგი განაცხადა:

„ვერ გეტყვით, ეს არ გახლავთ პარლამენტის კომპეტენცია. რაც შეეხება ურთიერთობას, წლებია, მაგალითი არის „ენგურჰესი“, სადაც შესაძლებელია ტექნიკურ საკითხებზე საუბარი იმისთვის, რომ სოციალური პირობები იყოს შესაბამისი ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ვგულისხმობ ელექტროენერგიით მომარაგებას. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, რომ ურთიერთობები და კონტაქტები უნდა არსებობდეს“.

ამავე თემაზე: აფხაზური მედია: სოხუმისა და თბილისის წარმომადგენლებმა ზუგდიდში ენერგეტიკის საკითხებზე საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S