Accentnews.ge
ლაშა დარსალია: მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება აშშ-სა და ევროკავშირთან, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით

ლაშა დარსალია: მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება აშშ-სა და ევროკავშირთან, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით

26/12/2023 13:29:53 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება აშშ-სა და ევროკავშირთან, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური რეალობაა შექმნილი, რაც ერთის მხრივ, გამოწვევებს და მეორეს მხრივ, ახალ მოცემულობას უკავშირდება.

როგორც მან აღნიშნა, "მომავალ წელს ძალიან ბევრი იქნება გასაკეთებელი, თუნდაც ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი".

მისივე თქმით, ახალი შესაძლებლობები ჩნდება რეგიონული თანამშრომლობისთვისაც:

"რაც შეეხება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, მთელი რიგი მოვლენები განვითარდა წელს, რაც ახალ რეალობასთან გვაკავშირებს უშუალოდ რეგიონში. ერთის მხრივ, ძალიან მაღალია დაძაბულობა, მეორეს მხრივ, ახალი შესაძლებლობები ჩნდება რეგიონული თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს სამეზობლო-სამშვიდობო კონტექსტშიც. მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს თავისი გაცხადებული სამეზობლო პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია რეგიონული თანამშრომლობის წახალისება და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება უშუალო მეზობლებთან, ამ შემთხვევაში სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება სხვა მეზობელთან, თურქეთთან თანამშრომლობა. გარდა უსაფრთხოების გამოწვევებისა, არის ახალი შესაძლებლობებიც, რაც უკავშირდება ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S