Accentnews.ge
როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები  Edison Research-ის კვლევის მიხედვით

როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები  Edison Research-ის კვლევის მიხედვით

29/12/2023 13:19:54 პოლიტიკა

Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, კითხვაზე, "დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?", პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება - 36.6%
  • ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 21.5%
  • საქართველოსთვის - 8.8%
  • ლელო - 6.7%
  • გირჩი/დროა - 5%
  • ლეიბორისტული პარტია - 4.7%
  • ხალხისთვის - 3.7%
  • ალტ-ინფო - 3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.9%
  • ხალხის ძალა - 2.5%
  • მოქალაქეები - 1.7%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.7%
  • ევროპული საქართველო - 0.7%
  • სხვა - 0.5%

ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S