ბიძინა ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად. ეს მისი არჩევანი იყო
30/12/2023 10:33:46 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან სალომე ზურაბიშვილზე დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორ აფასებს ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს.
„სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად. ეს მისი არჩევანი იყო“, - განაცხადა ივანიშვილმა.


