ელჩი: 2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
31/12/2023 10:29:58 პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ 2024 წელს გერმანია და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მუშაობას გააგრძელებენ.
„2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და ბედნიერების საფუძველს წარმოადგენს. გილოცავთ!“, - აცხადებს გერმანიის ელჩი.


