ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში ერთი მილიარდი მანათის ინვესტიცია ჩაიდება
02/01/2024 09:45:02 პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში ერთი მილიარდი აზერბაიჯანული მანათის ინვესტიცია ჩაიდება - დაახლოებით 590 მილიონი აშშ დოლარი.
პრეზიდენტის განცხადებით, ინვესტიციები განხორციელდება „სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ“ და ადგილობრივი სამხედრო წარმოების „მოცულობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“.
მიმართვაში მან ისაუბრა სამხედრო წარმატებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, - რომელზეც 2023 წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი, - და თქვა, რომ სხვადასხვა ქალაქში დევნილები მალე დაბრუნდებიან.
საახალწლო მიმართვაში მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კოლექტიური „დასავლეთი“ „ორმაგ სტანდანდარტებში“ და „უსაფუძვლო ბრალდებებში“.


