Accentnews.ge
პრეზიდენტი: 2024 წელს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებით იწყებს, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია

პრეზიდენტი: 2024 წელს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებით იწყებს, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია

03/01/2024 06:40:06 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი წლის დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ შეტევებს ეხმიანება.

"ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს. ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია", – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

3 იანვრის დილის მონაცემებით, კიევსა და ხარკოვზე რუსეთის მორიგი თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.

2 იანვრის დილას, კიევში თითქმის 6 საათს გაგრძელდა საჰაერო განგაში. რუსეთი უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხა დრონებითა და რაკეტებით. რუსებმა მასობრივი დარტყმა განახორციელეს ხარკოვზეც. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ რამდენიმე ათეული რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S