Accentnews.ge
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ხარკოვში დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ კლინიკა უკვე დატოვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ხარკოვში დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ კლინიკა უკვე დატოვა

11/01/2024 10:40:41 პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა, საავადმყოფო უკვე დატოვა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "რადიო თავისუფლებას" განუცხადეს. მისი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ „მსუბუქი დაზიანება მიიღო“ და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს ხარკოვის საავადმყოფოში, რომელიც გამთენიისას დატოვა.

ხარკოვის საოლქო პროკურატურამ გასულ ღამით განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად დაჭრილთა შორისაა საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომლებიც თურქული მედიის წარმომადგენლები არიან. რომელი მედიასაშუალების, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S