Accentnews.ge
საგარეო უწყება: "დანიის ელჩს პუბლიკაციაში გამოქვეყნებულ არასწორ ფაქტებთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა"

საგარეო უწყება: "დანიის ელჩს პუბლიკაციაში გამოქვეყნებულ არასწორ ფაქტებთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა"

11/01/2024 16:22:38 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დიპლომატს განმარტებები მოსთხოვეს დანიურ გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით.

"ელჩი სამინისტროში გამოძახებულ იქნა და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს დანიურ გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა სამწუხაროა რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის - დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.

შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული", – აცხადებენ საგარეო უწებაში.

საქართველოში დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში "ოლიგარქი" უწოდა და აღნიშნა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S