Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას

12/01/2024 08:15:08 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას

„ჩვენ ვნახეთ გუშინ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც, როგორც ჩანს, მთელი ეს გარემოება ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, რომ მან ვერ მოახდინა ფორმულირება საკუთარი აზრის ისე, რომ სწორად გაგებულიყო. თუ ეს არაკომპეტენტურობაა, რომ კონტექსტებში ვერ სვამს ელჩი საკუთარ სტატიებს, ჩავთვალოთ რომ ეს არის არაკომპეტენტურობა. სამწუხაროა და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს ხოლმე, საბოლოო ჯამში, წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში. რაც შეეხება ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ დანიის საელჩო ამ ჩემს განცხადებას შესაბამისი კონტექსტით გაიგებს. დანიის საელჩომ თქვა, რომ მისი ოპ-ედი არ იქნება გაგებული სწორად, შესაბამისად, ელჩმა ვერ შეძლო, სავარაუდოდ, საკუთარი აზრის ისე კომპეტენტურად წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი ან განმარტება არ ჰქონოდა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: დანიის ელჩმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ მოსაზრების წერილში მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "ოლიგარქად" მოიხსენია. გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატი უწყებაში განმარტების გასაკეთებლად დაიბარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S