სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო
14/01/2024 17:06:23 პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შენობა დროშის ფერებში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განათდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.


