Accentnews.ge
მირჩა ჯოანა: NATO-ს სჭირდება საქართველო გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი

მირჩა ჯოანა: NATO-ს სჭირდება საქართველო გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი

15/01/2024 12:04:15 პოლიტიკა

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. ამის შესახებ მან რუმინულ მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ომი შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. შესაძლოა, ის 2025 წელსაც არ დასრულდეს", – განაცხადა მან.

მისი თქმით, უკრაინას წარმატების მიღწევა შეუძლია:

"სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში ზოგიერთი ჩვენგანი შესაძლოა, ფიქრობდა, რომ რუსები ორ კვირაში კიევს დაიკავებდნენ, მაგრამ ჩვენ ვთქვით: „არა, უკრაინას აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი“. ვიხილეთ უკრაინის შეტევა. [...] ჩემი მოწოდებაა არ გადავიდეთ გადაჭარბებულ პესიმიზმში, რადგან უკრაინას აქვს საკმარისი რესურსი წარმატების მისაღწევად. [...] ჩვენ ველით გაჭიანურებულ ომს შეტევებით, კონტრშეტევებით, ტერიტორიების დაპყრობითა და დაკარგვით. უკრაინელებმა ჩვენი მხარდაჭერით მოახერხეს რუსების მიერ თავდაპირველად ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ის დაბრუნება. ეს არ არის ცოტა რამ. ჩვენ ვერ მივიღებთ რუსეთის დაბრუნებას რუმინეთის საზღვართან. ჩვენ გვჭირდება წელში გამართული უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა - ევროპაში, საქართველო - ევროატლანტიკურ საზოგადოებაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S