Accentnews.ge
ბოკერია: სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება, ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი მტრის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია

ბოკერია: სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება, ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი მტრის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია

16/01/2024 15:04:56 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ „პოსტს“ ეხმაურება და აცხადებს, რომ სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება და ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი დღევანდელი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია.

მან შეახსენა საზოგადოებას, რომ სტალინი და რუსეთის საბჭოთა იმპერია საქართველოს, ქრისტიანობისა და ზოგადად კაცობრიობის უდიდეს მტერსა და ჯალათს წარმოადგენდნენ.

„ჩვენ გვყავს მმართველი გუნდი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც საკუთარ პოსტში ათას სისულელეს წერს და ამ საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს.

ღარიბაშვილი ამაყობს იმით, რომ სტალინი ქართველი იყო, ივანიშვილი ამბობს, რომ მის ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ, საპატრიარქო, როგორც მინიმუმ, მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს და ისინი, ვინც ეს ხატი შესწირეს ეკლესიას, ღიად პუტინისტური პოლიტიკის გამტარებლები არიან.

ეს ხატიც სწორედ ამ კონტექსტში შესწირეს, სტალინის განდიდებისთვის და არა მისი როგორც ბოროტებად წარმოსაჩენად. ამავდროულად, ოპოზიციაშიც კი „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციები არ დაუფიქსირებიათ და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მტრული შეტევები ეკლესიაზე შეთანხმებული კამპანიის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან. პაპუაშვილის თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც.

ამ შეფასებას კი წინ უძროდა სამებაში სტალინის გამოსახულებით ხატის განთავსება, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S