Accentnews.ge
დოლიძე: დამოუკიდებელ თამაშს ვგეგმავთ, გახსნილი გვაქვს დიალოგი

დოლიძე: დამოუკიდებელ თამაშს ვგეგმავთ, გახსნილი გვაქვს დიალოგი

16/01/2024 19:27:42 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას თანამოაზრე, ენმ–ის ყოფილი წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ "უფრო კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ პირებთან, ვიდრე უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალებთან".

ის ამბობს, რომ აპირებენ პოლიტიკურ პარტნიორობას ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა, ამ ეტაპზე "გვაქვს გახსნილი დიალოგი ნიკა გვარამიასთან, ხატია დეკანოიძესთან".

"თავიდანვე ვთქვით, რომ პოლიტიკურ ძალებთან შერწყმას არ ვგეგმავთ. ვგეგმავთ დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, თამაშს, დამოუკიდებელი ხაზის წარმოებას, ასე რომ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ნამდვილად არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები",– ბაჩო დოლიძემ "TV პირველის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S