გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა საქართველოში შეხვედრები დაიწყო
17/01/2024 07:04:10 პოლიტიკა
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო.
ის პირველ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, მთავარი განსახილველი საკითხი კორუფციასთან ბრძოლა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები იქნება. მხარეები განიხილავენ ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობასაც.
დღესვე რიჩარდ ნეფიუ შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს.
მანამდე ნეფიუმ შეხვედრები სომხეთში გამართა.


