Accentnews.ge
„დროა“ და გირჩი: ცესკო ემიგრანტების იგნორირებას ახდენს!

„დროა“ და გირჩი: ცესკო ემიგრანტების იგნორირებას ახდენს!

17/01/2024 08:48:53 პოლიტიკა

პარტიები „დროა“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ემიგრანტების „სრულ იგნორირებაში" ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ცესკოს 2024 წლის სამოქმედო გეგმა არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის საკითხს არ ითვალისწინებს.

„საარჩევნო ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმაში არათუ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე არ წერია რამე, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ერთხელ არის ნახსენები, ისიც ინფორმაციის გავრცელების ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ცესკოს და „ოცნების“ მიზანს,, არჩევნების მიღმა დატოვოს საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე. სამოქმედო გეგმაში ცალკე ამოცანად არის გამოტანილი ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, თუმცა არაფერია ნათქვამი საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე“, — ნათქვამია პარტიების განცხადებაში.

მათივე ცნობით, ცესკომ ემიგრანტების თემა ბიუჯეტშიც არ გაითვალისწინა, მაშინ როცა არ გამორჩენია საინფორმაციო-სასწავლო ინტერნეტ თამაშის მოდიფიცირება და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება:

„მოგეხსენებათ, 50 ამომრჩევლის მოთხოვნით ცესკო ვალდებულია, გახსნას საარჩევნო უბანი. მთელი რიგი ქალაქებიდან ცესკოში უკვე შესულია შესაბამისი მოთხოვნა, რომლის გათვალისწინება კანონის თანახმად ცესკოს ვალდებულებაა“, — აცხადებენ „გირჩი“ და „დროა“ და ცესკოს მოუწოდებენ, უზრუნველყონ მილიონზე მეტი ქართველის არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება:

„ამომრჩევლის 1/3-ის არჩევნებში მონაწილეობის გარეშე 2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S