Accentnews.ge
"ყველას ყველაფერი ახსოვს... დანარჩენი სასამართლოში" – ხაზარაძე კალაძეს პასუხობს

"ყველას ყველაფერი ახსოვს... დანარჩენი სასამართლოში" – ხაზარაძე კალაძეს პასუხობს

17/01/2024 11:29:37 პოლიტიკა

"ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს... დანარჩენი სასამართლოში", - ასე ეხმიანება "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას.

ხაზარაძე "პოსტს" თან ურთავს ვიდეოს, როდესაც კალაძე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში უჭერდა მხარს. თუ ხაზარაძის "სტატუსით" ვიმსჯელებთ, ის სასამართლოში ჩივილს გეგმავს სავარაუდოდ, პატივისა და ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის.

მანამდე კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე "ლელოს" ლიდერებს "ხანდაზმული თაღლითები" "ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭები" უწოდა.

"ყველამ კარგად იცის, ვის რა წარსული აქვს, იმავე "ხანდაზმული თაღლითების" პარტიის ლიდერები რით იყვნენ დაკავებული. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ლელო“, პირობითად ვიძახი, რაღაც ახალი პარტიაა და ახალი სახეები არიან, ვინ არიან ახალი სახეები? ხაზარაძეა ახალი სახე? ვინ არის ახალი სახე? ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილია ახალი სახე? სამადაშვილია ახალი სახე? ეს რეალურად არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა "ნაციონალური მოძრაობა". შეიძლება, ბატონი ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს", - თქვა კალაძემ სხდომაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S