Accentnews.ge
მაჭარაშვილი: "ხალხის ძალის" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას განვიხილავთ

მაჭარაშვილი: "ხალხის ძალის" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას განვიხილავთ

17/01/2024 12:37:29 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებას" "სიმართლის თქმის" მოტივით გამოყოფილი და ანტიდასავლური შექმულების თეორიების აქტიურად გამარვრცელებელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას "ხალხის ძალის" სახელით წარუდგა, პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას განიხილავს. ამის შესახებ ჯგუფის წევრმა, დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"განვიხილავთ საკითხს, რასაც ქვია "ხალხის ძალის" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში საზოგადოება გაიგებს იმას, ჩვენ რა პოლიტიკური სტატუსით წარვდგებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფორმირება გახდა აუცილებელი და ჩვენ ამ ფორმით თუ იმ ფორმით, ამ პოლიტიკით, რასაც ქვია ხალხის აქტიური ჩართულობა პროცესებში, მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში",– თქვა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება 5%–იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემურობას, მან გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს საზოგადოების "აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც შექმნა "ხალხის ძალამ". თუმცა რას ეფუძნება ჯგუფის იმედები, ბუნდოვანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S