Accentnews.ge
გახარია: "ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული"

გახარია: "ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული"

18/01/2024 06:48:27 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი მმართველი პარტიის "ქარული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ სთავაზობს დებატებს და პირისპირ საუბარს პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჟუნრლისტთან, ნებისმიერ გადაცემაში.

ამასთან, მან ყოფილ თანაგუნდელებზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" წევრებს ივანიშვილი ბევრგან უკვე "ჩაშვებული ჰყავთ" – "დეტალებში აქვთ მოყოლილი" როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი და როგორ იმართებოდა არაფორმალურად ქვეყანა.

"ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის. სამ კაცთან კონსულტაციებიო აღარ არის საკმარისიო, იმისთვისო, რომ პროცესი ვმართოო. ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მოტანილი ინფორმაციები აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვს ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ხომ ხვდებით ახლა ეს არ არის, პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა", - თქვა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S