აშშ–ის საელჩო რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ვიზიტს ნაყოფიერად აფასებს
18/01/2024 18:40:10 პოლიტიკა
აშშ–ის საელჩო გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ვიზიტს ნაყოფიერად აფასებს.
საელჩოს ცნობით, რიჩარდ ნეფიუ აფასებს თავის შეხვედრებს მთავრობის მაღალჩინსნებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ ზრდაში. ვიზიტის დროს, კოორდინატორმა ნეფიუმ მოისმინა და განიხილა მიმდინარე ძალისხმევა და გზები კორუფციის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლაში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უფრო გასაღრმავებლად“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


