Accentnews.ge
"25 ელიტური ოჯახი აგრძელებს ხალხის ფულის მოპარვას!":  "საქართველოსთვის" გენპროკურორის პარლამენტში დაბარებას მოითხოვს

"25 ელიტური ოჯახი აგრძელებს ხალხის ფულის მოპარვას!":  "საქართველოსთვის" გენპროკურორის პარლამენტში დაბარებას მოითხოვს

22/01/2024 10:14:54 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" მმართველ გუნს მოუწოდებს, ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე, კორუფციონერთა დაკავებასა და ბრალდებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების - პროკურატურის საქმიანობის ანგარიში პარლამენტში გენპროკურორის თანდასწრებით განიხილოს.

„საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელისუფლებო პარტიასთან დაახლოებული ელიტური ოჯახები მდიდრდებიან, ხოლო პარლამენტი არღვევს კანონს და არ ახორციელებს პროკურატურაზე ზედამხედველობის ფუნქციას. აცხადებს იმასაც, რომ „პოლიტიკური კორუფციის" ფაქტებზე მისი თანაგუნდელების მიერ პროკურატურაში წარდგენილ განცხადებებს შედეგი არ მოუტანია, „ოცნების“ კორუმპირებულები და „ოცნებასთან“ დაახლოებული 25 ელიტური ოჯახი აგრძელებს ბიუჯეტიდან ხალხის ფულის მოპარვას - ნაწილი სახლში მიაქვთ, ნაწილი - პარტიის სალაროში".

"ხალხი ღარიბდება, ცხოვრების პირობები უარესდება, ელიტები კი კიდევ უფრო მდიდრდებიან. ამ ფონზე, პარლამენტი არღვევს კანონს და არ ახორციელებს პროკურატურაზე ზედამხედველობას: პარლამენტს წლებია, არ განუხილავს პროკურატურის საქმიანობის ანგარიში და არ დაინტერესებულა, როგორ ებრძვის კორუფციას პროკურატურა",– თქვა მეზვრიშვილმა.

მან ფორმალური უწოდა საპროკურორო საბჭოს სხდომებს და ფიქტიურია– პარლამენტის წარმომადგენლობას საბჭოში, ვიდაინად საბჭოზე "არ ისმის კრიტიკული ხმა" პროკურატურის გამოწვევებზე, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს მოქალაქეთა უფლებებზე.

"მოქმედი გენერალური პროკურორის არჩევიდან 4 წელი გავიდა. ხალხს უფლება აქვს, 4 -წლიანი დუმილის შემდეგ მაინც, მის მიერ არჩეული პარლამენტის მეშვეობით, გენერალურ პროკურორს დაუსვას კითხვები და გაიგოს, რატომ არის დღეს პროკურატურა უმოქმედო სისტემური ელიტური კორუფციის ფაქტებზე? რატომ უწყობს პროკურატურა ხელს ხალხის ხარჯზე 25 ელიტური კორუმპირებული ოჯახის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას?",– დასვა კითხვა მეზვრიშვილმა.

მან მოუწოდა პარლამენტს, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დანიშნოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გენერალური პროკურორის მონაწილეობით. ასევე მოუწოდა გენერალურ პროკურორს, შეასრულოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ფუნქცია – პირადად წარსდგეს პარლამენტის წინაშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S