Accentnews.ge
რატი ბრეგაძე: „საუბარი, რომ თითქოსდა СPT-ის დასკვნა თავიდან ბოლომდე ეხებოდა მიხეილ სააკაშვილს, არ არის სწორი, ნახსენები საერთოდ არ იყო მისი სახელი და გვარი, ნახსენები იყო „მისტერ სი“

რატი ბრეგაძე: „საუბარი, რომ თითქოსდა СPT-ის დასკვნა თავიდან ბოლომდე ეხებოდა მიხეილ სააკაშვილს, არ არის სწორი, ნახსენები საერთოდ არ იყო მისი სახელი და გვარი, ნახსენები იყო „მისტერ სი“

23/01/2024 06:02:05 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დელეგაციის წევრების ვიზიტი მედიაში ცალმხრივად გაშუქდა.

„დელეგაციის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან არსებულ ღია თანამშრომლობის თაობაზე; დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ დელეგაციის წევრებს მსჯავრდებულებთან კონტაქტისა და მათთან პირადი საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ დაუბრკოლებლად. აღინიშნა, რომ კლინიკაში სუფევს მშვიდი ატმოსფერო, სამედიცინო პერსონალსა და ბრალდებულ/მსჯავრდებულ პაციენტებს შორის არის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება. დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ ბრალდებულ და მსჯავრდებულ პაციენტთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა. ასევე, ბრალდებულ-მსჯავრდებულ პაციენტებს შორის ძალადობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აღინიშნა, რომ კლინიკაში განთავსების პირობები ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის არის ადეკვატური. ყურადღება იყო გამახვილებული პალატების ზომებზეც და ითქვა, რომ ისინი არის სტანდარტებთან შესაბამისობაში, და რომ პალატებში არის სისუფთავე. ასევე, ვენტილაცია კარგად მუშაობს და მოწესრიგებულია სველი წერტილები, პაციენტებს უსასყიდლოდ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები, საკვები და ტანსაცმელი; ხაზი გაუსვეს იმ გარემოებასაც, რომ კლინიკის სამედიცნო პერსონალი მრავალი სახის სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ შორის, კარდიოლოგიურ, ონკოლოგიურ და სხვა სახის სამედიცინო სერვისებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი СPT-ის დასკვნაში ნახსენებიც კი არ არის: „ნახსენები საერთოდ არ იყო მისი სახელი და გვარი, ნახსენები იყო „მისტერ სი“.

ცნობისთვის: „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტმა“ (СPT) მისი წარმომადგენლების საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მათ შორის, „ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო პირობებია შეფასებული.

როგორც ანგარიშშია მითითებული, ზოგადად მისაღები პირობებისა და მთელი რიგი სამედიცინო სპეციალისტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, „ვივამედის“ სამი დაცული პალატა ვერ უზრუნველყოფს სათანადო თერაპიულ გარემოს იმიტომ, რომ ყველა არსებით საკითხზე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასჯელაღსრულების და არა ჯანდაცვის პერსონალს. ასევე აღნიშნულია პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის სრული უპატივცემულობა.

„ბატონი C-ის [მიხეილ სააკაშვილი] შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან, ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარეთ ვარჯიშის შესაძლებლობის არქონა და კამერების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას",– ნათქვამია ანგარიშში.

კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ მოხდეს კლინიკა „ვივამედის“ დაცული პალატების ფუნქციონირების წესის რეფორმირება ზემოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. კომიტეტი ელოდება, რომ მიიღებს დეტალურ მონახაზს ამ ანგარიშის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამ კონტექსტში, კომიტეტს ასევე სურს, მიიღოს ინფორმაცია პაციენტ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით აღწერილი შეშფოთების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S