Accentnews.ge
ოდიშარია – გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე: ვიმსჯელებთ

ოდიშარია – გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე: ვიმსჯელებთ

24/01/2024 14:57:03 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ მმართველი გუნდი იმჯელბს ოჯახების გამოსახლების პროცესზე მორატორიუმის თაობაზე. ამის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

"ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა სასამართლოს კომპონენტი, რეფორმირდა ეს პროცესი და გახდა უფრო ჰუმანური. თუმცა, პროცესიდან გამომდინარე, იმ მძიმე სურათიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, როგორც ჩანს საკმარისი არ არის. რაც საჭიროა, ადაპტაციას გავუკეთებთ კანონმდებლობას და რეგულაციებს ამ პროცესთან მიმართებაში.

ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ საკითხზე",– თქვა ოდიშარიამ.

თბილისში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა.

შსს-მ ოჯახის გამოსახლებისას ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით. 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით. მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი, თუმც გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S