Accentnews.ge
ოხანაშვილის თქმით, 29 იანვარს 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიიწვევენ

ოხანაშვილის თქმით, 29 იანვარს 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიიწვევენ

25/01/2024 12:18:46 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 29 იანვარს, 9 - პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიიწვევენ.

მისივე თქმით, შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წევრებიც დაესწრებიან.

„9 - პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს გვექნება სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც იქნება მორიგი რაუნდი სამუშაო ფორმატის 9 პრიორიტეტზე დისკუსიისთვის.

ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ იქნებოდა სამუშაო ფორმატი უზრუნველყოფილი, სადაც შესაძლებლობა იქნებოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის. ჩვენ მოვიწვევთ მათ [ოპოზიციას], მათი გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. იქნება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა," - განაცხადა ოხანაშვილმა.

ევროკავშირმა საქართველოს ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა რიგი პირობებით. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელია 9 პრიორიტეტის შესრულება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S