Accentnews.ge
მინისტრი: ქართველმა მებაჟეებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 მცდელობა გამოავლინეს

მინისტრი: ქართველმა მებაჟეებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 მცდელობა გამოავლინეს

26/01/2024 12:16:34 პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მებაჟე-ოფიცრებს უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით საქართველოში ტვირთის შემოტანის ასეულობით მცდელობა აქვთ აღკვეთილი.

"სანქციების შემოღების შემდეგ საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე", - თქვა მინისტრმა "მებაჟის დღისთვის" მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც დღეს, 26 იანვარს, გაიმართა.

იხილეთ ასევე: ო'ბრაიენი – ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც საქართველოს მთავრობამ სანქციების გვერდის ავლისგან თავიდან ასაცილებლად გააკეთა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S