Accentnews.ge
გოცირიძე: ყვავს რომ კაკალს "გააგდებინებ", ესეც საქმეა, მაგრამ ჯამში არსებითი ცვლილებების გატარებას არ აპირებენ

გოცირიძე: ყვავს რომ კაკალს "გააგდებინებ", ესეც საქმეა, მაგრამ ჯამში არსებითი ცვლილებების გატარებას არ აპირებენ

29/01/2024 11:06:08 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მოელის, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს ეხება, „ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს.

პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გოცირიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლება არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. მან ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სისტემას და საარჩევნო კანონმდებლობას.

გოცირიძის ცნობით, მმართველი გუნდი არც სამუშაო ჯგუფების შექმნას აპირებს, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების, მათ შორის ოპოზიციის ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა იქნებოდა შესაძლებელი.

„არის საკითხები, რომელთა ნაწილობრივი შესრულებაა შესაძლებელი და ასევე, არის ისეთი საკითხები, რომელზეც ევროკავშირის მხრიდან არის ნაკლები მოთხოვნა - ეს შეიძლება განხორციელდეს.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდანაც მხოლოდ სამი შესრულდა და მათ შესრულებასაც ზეწოლა სჭირდება. ამიტომ, ოპოზიციამ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. პროცესში გამოჩნდება რამდენად არის შესაძლებელი ამა თუ იმ რეკომენდაციის შესრულება - ყვავს რომ კაკალს გააგდებინებ, ესეც საქმეა, მაგრამ მთლიანობაში არსებითი ცვლილებების გატარებას არ აპირებენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S