Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც გუნდთან ერთად მივაღწიეთ

ირაკლი ღარიბაშვილი: პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც გუნდთან ერთად მივაღწიეთ

29/01/2024 13:34:37 პოლიტიკა

პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვამაყობ შედეგებით, რომებლსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთებისას აღნიშნა.

მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S