არჩილ თალაკვაძე: პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება
29/01/2024 14:01:32 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
"გუნდში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები და პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა",– თქვა თალაკვაძემ "ტვ იმედის" ეთერში.
რაც შეეხება დანარჩენ საკადრო ცვლილებებს, მისი თქმით:
"პოლიტიკური გუნდი არსებითაც იგივე კონფიგურაციით რჩება. ჩვენ ერთად ევეცდებით, რომ ჩვენი პარტიული ამოცანები, რომ მოვიგოთ არჩევნები, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის ეროვნული ამოცანები შევასრულოთ. არ დავკარგავთ არც ერთ რესურსს, არც ერთ ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი, გამოცდილება, რომ მომავალშიც შეიტანოს წვლილი",– თქვა თალაკვაძემ.
მისი თქმით, "6 თებერვლის კვირაში", მოხდება პრემიერ–მინისტრის კანდიდატის და "განახლებული მინისტრთა კაბინეტის" დამტკიცება.


