Accentnews.ge
„ასე არ არის“ – მდინარაძე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე

„ასე არ არის“ – მდინარაძე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე

29/01/2024 14:20:35 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემაც დაადასტურა, რომ პრემიერ–მინისტრის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის განიხილება, თუმცა დანარჩენ შესაძლო საკადრო ცვლილებებზე არ საუბრობს.

„ეს ასე არ არის, რაც თქვენ ბრძანეთ. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რომ მინისტრები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ. პოზტიდან წასვლას აპირებენ“,– უპასუხა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკისთხვას მედიით გავრცელებულ ცნობებზე, რომ თანამდებობებს ტოვებენ კულტურის, საგარეოს, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრები. პრემიერ–მინისტრის გადადგომის შემდეგ ძველი კაბინეტის წევრები მოვალეობას ასრულებენ.

მდინარაძემ თქვა, რომ განიხილება პრემიერის პოზიციაზე კობახიძის კანდიდატურა, თუმცა ამას სჭირდება ბევრი „ფორმალური პროცედურის დაცვა“ ამიტომ გადაჭრით ვერ ისაუბრებს.

მან გაიხსენა, რომ როდესაც სამთავრობო პროგრამით წარსდგება პარლამენტის წინაშე პრემიერობის კანდიდატი, მან უნდა წარადგინოს სამთავრობო გუნდი.

„ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე, რადგან ეს იმ ადამიანის გადასაწყვეტია, რომელიც პარლამენტს წარმოედგინება როგორც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი“,– თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.

დღეს ირაკლი რარიბაშვილმა თქვა, რომ ტოვებს პრემიერ–მინისტრის თანამდებობას და საქმიანობას პარტიაში განაგრძობს, როგორც შეთავაზებულია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S