Accentnews.ge
დანიამ 3 მილიონი კრონა გამოყო საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად

დანიამ 3 მილიონი კრონა გამოყო საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად

30/01/2024 14:40:11 პოლიტიკა

დანიამ 3 მილიონი კრონა გამოყო საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად,– იუწყება საქართველოში დანიის საელჩო.

საელჩო მოელის, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს.

“დანიამ ხელი მოაწერა ახალ, ნებაყოფლობით კონტრიბუციას, ევროპის საბჭოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად, საქართველოში. დანიის მიერ წელს გამოიყო 3 მილიონი კრონა, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დააფინანსებს. მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება",– იტყობინება საელჩო.

დიპლომატიური უწყება მიუთითებს, რომ დანია მრავალი წელია, მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მუშაობას ევროპის სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოში.

"ჩვენ მოუთმენლად ველით ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას“, - დასძენს საელჩო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S