პაპუაშვილი: თუ კობახიძე პრემიერი გახდება, ისტორიული მომენტი იქნება
31/01/2024 09:26:10 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც ადასტურებს, რომ პრემიერ–მინისტრის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
მისი თქმით, მსგავსი საკადრო ცვლილება, "ქართული დემოკრატიისთვის ისტორიული მომენტი იქნება".
"ირაკლი კობახიძე პრემიერობის კანდიდატად განიხილება. იმ შემთხვევაში, თუ ის პრემიერ–მინისტრი გახდება, ეს ქართული დემოკრატიისთვის ისტორიული მომენტი იქნება, რადგან პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე გადავიდა, ქვეყნის პრემიერ–მინისტრი რეალურად საპარლამენტო წიაღიდან წამოვა [...] ვფიქრობ, ეს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას ახალ დინამიკას შესძენს",– თქვა პაპუაშვილმა.
29 იანვარს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ხდება, პრემიერის პოზიციაზე კი, როგორც უკვე აღინიშნა, ირაკლი კობახიძე განიხილება.
ცვლილებებთან დაკავშირებით 1 თებერვალს "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება. ქა


