პაპუაშვილი – "ლელოზე": ჩიხუახუას სინდრომი აქვთ
31/01/2024 10:11:55 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოლეგები "ლელოდან" არაეთიკურად მოიხსენია.
"ლელო" ქართულ პოლიტიკაში საინტერესო მოვლენაა. მათი ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა ისაა, რომ 2020 წლის არჩევნებში 3% მიიღეს, ერთ წელიწადში კი ის შეძლეს, რომ 2%-მდე ჩამოვიდნენ. ამის შემდეგ, რატომღაც, სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ.
არსებობს ჩიხუახუას სინდრომი - ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს იმ მხრივ, რომ თავის ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და სხვა ზომის ცხოველებს შეებრძოლება ხოლმე. საკუთარ წონასა და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს. ვფიქრობ, დღეს პარტია "ლელო" ამ სინდრომით არის წარმოდგენილი".თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
"ლელო" 29 იანვარს, პარლამენტში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას არ დაესწრო და საკუთარი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელსაც მათი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 1 წელში შეასრულებენ.


