Accentnews.ge
აქუბარდია: "წითელ ხაზებს" არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი

აქუბარდია: "წითელ ხაზებს" არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი

31/01/2024 10:17:15 პოლიტიკა

წითელ ხაზებს არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ოპოზიციონერი კოლეგების არაეთიკურად მოხსენიებას. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "ლელოს" „ჩიხუახუას სინდრომი“ აქვს.

აქუბარდიას შეფასებით, მსგავსი პოზიციონირება თანამდებობის დაკარგვის საფრთხით არის განპირობებული.

„მაშინ, როცა კაცმა არ იცის "ქართულ ოცნებაში" ვის რა ბედი ეწევა და მის სავარძელს განსაკუთრებით, ბატონი პაპუაშვილი კიდევ უფრო შორს წავა, ვიდრე აქამდე წასულა სავარძლის შენარჩუნებისთვის. კინოლოგიის განხრით იქნება მისი განსწავლულობის დემონსტრირება თუ სხვა დარგების. გასაგებია, რომ არის წითელი ხაზები, რომელსაც წესით არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი. ის, რომ ამას დიდი ხანია გასცდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მისთვის სავარძელი იმდენად პრიორიტეტულია, ყველა სფეროს და სიძულვილის ენის ყველა ფორმას გამოიყენებს მის შესანარჩუნებლად, რაც ჩემთვის ადამიანურად მძიმე სანახავია,“- განაცხადა აქუბარდიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S