Accentnews.ge
კალაძე – პრემიერობაზე: 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს

კალაძე – პრემიერობაზე: 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს

31/01/2024 14:22:16 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მისი კანდიდატურის დაყენება 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან არჩეული მერია.

შესაძლო პრემიერობის თაობაზე კითხვა კალაძეს ჯუღნალისტებმა დაუსვეს. კალაძემ თქვა, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ბევრი პროექტია დასასრულებელი და წინ ამბიციური გეგმები აქვს.

„არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინაა, თუმცა, როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა – ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S