ევროკავშირი ზაფხულის ბოლომდე კიდევ 20 ათასი უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების პირობას დებს
31/01/2024 17:38:30 მსოფლიო
ევროკავშირი კიდევ 20 ათასი უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის სასწავლო მისიის ფარგლებში მომზადებული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა 60 000–ს ზაფხულის ბოლოსთვის მიაღწევს.
"თითქმის მივაღწიეთ მიზანს, უკრაინაში ჩვენი სასწავლო მისიის ფარგლებში 40 ათასი უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების შესახებ. დღეს შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 ჯარისკაცი მოვამზადოთ. ზაფხულის ბოლოს, ეს მაჩვენებელი 60 000 მიაღწევს",– თქვა ბორელმა და დასძინა, "თქვენ იცით, რომ კარგი წვრთნა ბრძოლის ველზე სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს".


