Accentnews.ge
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა

01/02/2024 10:17:00 პოლიტიკა

მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.

როგორც „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე იქნება და მას წარმატებები უსურვა. ყრილობაზე სიმბოლური კენჭისყრაც გაიმართა.

პარტიის ყრილობამდე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 29 იანვარს განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S